19 ივლისს, ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის "დინამო" სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 21-ე წუთზე დინამოელებმა გახსნეს, ერევნელთა კარი ჯაბა ჯიღაურმა აიღო. საბოლოო შედეგი კი, 51-ე წუთზე გიოზალიანმა დააფიქსირა.
ორი მატჩის ჯამში თბილისელებმა მეტოქე 3-1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მესამე ეტაპზე მათი მეტოქე მაკედონიურ "ვარდარსა" და ზაგრების "დინამოს" შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნულ გუნდები ერთმანეთს 20 ივლისს ზაგრებში დაუპირისპირდებიან, მატჩი თბილისის დროით 22:15 წუთზე დაიწყება.
ალაშკერტი - დინამო თბ 1:1
ერევანი, რესპუბლიკური სტადიონი
ალაშკერტი: კასპაროვი, ვოსკანიანი, ტასიჩი, მურადიანი, დაშიანი (69' გაზარიანი), კვეკვესკირი, მინასიანი, ედიგარიანი (65' მელქონიანი), გრიგორიანი (84' ვერანიანი), გიოზალიანი
მთ. მწვრთნელი: აბრაამ ხაშმანიანი
დინამო თბ: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ჭანტურიშვილი (84' კურიე), დვალიშვილი, ქვილითაია (62' ცინცაძე), კიტეიშვილი (68' პაპუნაშვილი), პარუნაშვილი, რენე, ჯიღაური, ჭელიძე
მთ. მწვრთვნელი: იურაი იარაბეკი
მსაჯები: მუჰამედ ალ-ჰაკიმი, დანიელ გუსტავსონი, პეტერ მაგნუსონი, კასპარ სიობერგი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 54' ჭელიძე (დინამო თბ), 54' ედიგარიანი, 59' გრიგორიანი, 71', კვეკვესკირი (სამივე ალაშკერტი)
გოლები: 0:1 ჯიღაური, 1:1 გიოზალიანი
სფფ-ის პრესსამსახური