სარეგისტრაციო ფორმები

მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი

უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა „B“ ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები:

  • ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა
  • უეფა-ს მოქმედი „C“ ლიცენზია
  • უეფა-ს „C“ ლიცენზიის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის სამუშაო სტაჟი
  • კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ

* გასაუბრების შემდგომ, კანდიდატი იღებს ვალდებულებას სწავლის დაწყებამდე წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ
  • ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
  • სწავლისათვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ქვითარი

* უეფას მწვრთნელთა კონვენციის მიხედვით, კანდიდატი არ დაიშვება კურსზე, თუ გააჩნია ნასამართლეობა ისეთ დანაშაულზე, რომელიც, შეუთავსებელია მწვრთნელის პროფესიასთან

განაცხადის სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ მოცემული ველები.