1.შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (შემდგომში ფედერაცია) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ფედერაციის ვებ-გვერდის გამოყენებას.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებ-გვერდი.
ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს ფედერაციის მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფედერაციის მიერ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ან/და თანამშრომლობენ ფედერაციასთან.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებლის პლატფორმა მოიპოვებს თქვენგან მუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
მომხმარებლების პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით მომხმარებლების პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
2.ტერმინთა განმარტება
2.1. წინამდებარე წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1.1. გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
2.1.2. ვებ-გვერდი - ნიშნავს GFF.GE-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება ფედერაციასთან დაკავშირებული საკითხების ინფორმაციის გაცნობა
2.1.3. მომხმარებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს GFF.GE -ს პლატფორმის გამოყენება.
2.1.4. ავტორიზაცია -რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე მის მიერ შექმნილ პირად პორტალზე წვდომა
2.1.5. მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს.
2.1.6. მხარეები - ნიშნავს ფედერაციას და მის მომხმარებლებს;
3.განცხადებები და გარანტიები
3.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
3.1.1. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული პირი.
3.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს GFF.GE -ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
3.1.3.მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
3.1.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
3.1.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
3.1.6. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
3.1.7. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს GFF.GE -ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
4. GFF.GE-ს სარგებლობის წინაპირობები
4.1. GFF.GE-ს გამოყენებისთვის (თუ მომხმარებლის მიზნებისთვის საჭიროა დარეგისტრირება) მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია;
4.2. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, საცხოვრებელ მისამართს ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა;
4.3. რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება GFF.GE -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.
5. GFF.GE-ს პასუხისმგებლობის შეზღუდვა
5.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
5.2 GFF.GE უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. GFF.GE არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) GFF.GE-ს პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
5.3 GFF.GE არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულადი/არაფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
5.4 GFF.GE არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. GFF.GE არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან
5.5 თქვენ ადასტურებთ, რომ GFF.GE არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
6. ვებ-გვერდის გამოყენება
6.1. ვებ-გვერდის გამოყენებისას, აკრძალული გაქვთ უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს ფედერაციის რეპუტაციას. ასევე გეკრძალებათ ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება ტექნიკური შეფერხების, ან ფედერაციისგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, GFF.GE არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
7. ინტელექტუალური საკუთრება
7.1.ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება ფედერაციის საავტორო უფლება. ფედერაციის ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე მის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.
7.2. საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
7.3. აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, ფედერაციის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. წინასწარი თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.
7.4.ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
7.5.წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
7.6.იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, GFF.GE-ს ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.
7.7. GFF.GE- ვებ-გვერდზე მითითებული კომპანიების სახელები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნის შესაბამის პირებს.
8. ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები
8.1. GFF.GE უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.
8.2. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება GFF.GE-ს კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს GFF.GE -ს პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
9. მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია
9.1.წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
9.2.დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.3. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო.
9.4.წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
10.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
11.კონფიდენციალურობის პოლიტიკა
11.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
12. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N76ა ან/და მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]