სარეგისტრაციო ფორმები

A ლიცენზიის კურსი

UEFA A ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები:

  • ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა
  • მოქმედი UEFA B ლიცენზია
  • UEFA B ლიცენზიის მიღებიდან მინიმუმ 1 წლის სამუშაო სტაჟი შესაბამის სივრცეში
  • პრაქტიკული ვარჯიშების ჩატარების შესაძლებლობა 17წ. მოზარდთა ან უფრო მაღალი ასაკის გუნდში 
  • კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ

* გასაუბრების შემდგომ, კურსზე დაშვების შემთხვევაში, კანდიდატი იღებს ვალდებულებას სწავლის დაწყებამდე წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა
  • ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
  • სწავლისათვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ქვითარი

* უეფას მწვრთნელთა კონვენციის მიხედვით, კანდიდატი არ დაიშვება კურსზე, თუ გააჩნია ნასამართლეობა ისეთ დანაშაულზე, რომელიც, შეუთავსებელია მწვრთნელის პროფესიასთან

განაცხადის სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ მოცემული ველები.