სიახლეები

საქართველო U17 - სომხეთი U18 4:1

გაუზიარე

1 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე ისინი ერიკ პეტროსიანის გოლით დაწინაურდნენ. 

მატჩში გარდატეხა ქართველებმა შესვენების შემდეგ შეიტანეს - ვასილ მაისურაძემ შეცვლებს მიმართა და თამაშიც შემოაბრუნა. საქართველოს ნაკრებმა ლევან ხარაბაძის (41-ე და მე-60 წუთები), გიორგი ჩაკვეტაძის (პენ.) (45) და ზურაბ დავითაშვილის (75) გოლებით 4:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 15 წლის დავითაშვილისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ორი წლით უფროს ნაკრებში. 

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ვასილ მაისურაძის გუნდი სომხეთთან 3 მარტს, 14 საათზე „მიხეილ მესხზე“ გამართავს.

საქართველო U17 - სომხეთი U18 4-1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U17: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (64’ ვირუბოვი), ქაფიანიძე (78’ კასრელიშვილი), ასათიანი (კ) (58’ შიხაშვილი), ხარაბაძე (78 ნიკოლეიშვილი), კუცია, ანდრონიკაშვილი (41’ ოზბეთელაშვილი), ნინუა (41’ შეწირული), სპანდერაშვილი (41’ დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (64’ ქავთარაძე)

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

სომხეთი U18: შაშატუნი, მურადიანი (72’ გევორგიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (56’ სპრეციანი), მანუკიანი (58’ გრიგორიანი), ნადირიანი (კ) (72’ ტერ-პეტროსიანი), ე. მოვსისიანი, ავაგიანი (56’ ხარბუტიანი), ა. მოვსისიანი (41’ მელქოიანი), პეტროსიანი (72’ ნ. არუთინიანი), ჰ. არუთინიანი (66’ პოღოსიანი)

მთ. მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

გაფრთხილება: 25’ ნინუა, 29’ კუცია, 32’ ე. მოვსისიანი

გაძევება: 66’ ჰ. არუთინიანი

გოლები: 0-1 პეტროსიანი (8), 1-1 ხარაბაძე (41), 2-1 ჩაკვეტაძე (პენ.) (45), 3-1 ხარაბაძე (60), 4-1 დავითაშვილი (75)



სფფ-ს პრესსამსახური