სიახლეები

ქალ ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვება დუბაიში

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა.  ლევან ბაჯელიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა და მისმა გუნდმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლელა ჭიჭინაძე იყო, რომელმაც მეტოქის კარი სამჯერ აიღო. ჩვენი გოგონები მომდევნო ამხანაგურ მატჩს კვლავ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულ გუნდთან 27 თებერვალს გამართავენ. 12 აპრილს კი, ევრო 2017-ის შესარჩევ შეხვედრაში ქართველი გოგონები სტუმრად ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები - საქართველო 0-3

დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი

საქართველო: ნადირაშვილი, სუთიძე (87’ ჩხარტიშვილი) , კოჭლამაზაშვილი, ტატუაშვილი, სხირტლაძე, პასიკაშვილი (კ), თოდაძე (71’ გორგაძე), ბაქრაძე (73’ ზაქაიძე), ჩემინავა, დანელია (84’ ბასილაძე), ჭიჭინაძე (84’ კვალიაშვილი)

გაფრთხილება: 13’ ბაქრაძე

გოლები:  5’, 29’, 67’ ჭიჭინაძე

სფფ-ს პრესსამსახური