საქართველოს ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაძლია ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წინასწარი ეტაპი და საკვალიფიკაციო რაუნდში თამაში დაიბევა. ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა უსუსტეს ანდორას 7:0 მოუგო და პირველი ადგილი მოიპოვა. ანდორასთან შეხვედრამდე ჩვენებმა ჯერ ფარერების ნაკრებს სძლიეს (2:0), შემდეგ კი მალტასთან დამარცხდნენ (1:2). საბოლოოდ. ქართველების მსგავსად, მალტის ნაკრებმაც და ფარერის კუნძულების ნაკრებმაც 6-6 ქულა მოაგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით პირველ ადგილზე თამაზ კოსტავას გუნდი გავიდა. ანდორას წინააღმდეგ კოსტავამ ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
ჭკუასელი ( ნადირაშვილი 70), პასიკაშვილი, თოდაძე, მატვეევა, ჭყონია, ჭიჭინაძე (კვალიაშვილი 46), ხველიძე (შენგელია 46), ჩემინავა, ზახაიძე, ტატუაშვილი, სუთიძე.
გოლები გაიტანეს: ჭყონია (4), მატვეევა (2), ჭიჭინაძე.
შესარჩევი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შემდეგ პლეი ოფია. ევროპის ჩემპიონატს კი 2017 წლის აგვისტოს ჰოლანდია უმასპინძლებს.
გაუზიარე