საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2017-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართა. ნაკრებს შვეიცარიასთან შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მათ შორის გუნდის ძირითადი მეკარე თამარ ნადირაშვილი,რომელიც დისკვალიფიცირებულია. ტრავმის გამო, ნაკრებს ასევე ვერ დაეხმარებიან თამარ ტატუაშვილი და ლელა ჭიჭინაძე. საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა, საქართველოსა და ჯგუფის ლიდერ, შვეიცარიის ნაკრებს შორის 15 სექტემბერს, 16 საათზე გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ჰერეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ საბიაშვილი (35 ს.ს)
მცველები: ნათია სხირტლაძე (35 ს.ს), ნინო სუთიძე (ქონაქი ბელედიესპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (კიტი, გერმანია), ანა ზაქაიძე (35 ს.ს), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ქრისტინე შახკულიანი (მართვე), თამარ დოლიძე (აჭარა)
ნახევარმცველი: ნინო პასიკაშვილი (ატაშეჰირ ბელედიესპორი, თურქეთი), თეონა თოდაძე (სამსუნსპორი, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ჰერეთი), მარიამ დანელია (35 ს.ს), მაია ნასყიდაშვილი (ივერია), ანა კულდონაშვილი (35 ს.ს), ანა მახარაძე (აჭარა)
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიტვა), გულნარა გაბელია (ბიიკ კალიგური, ყაზახეთი), ხატია ჭყონია (ეგრელი ბელედიესპორი), მარინე კახიძე (აჭარა)
ქალთა ნაკრები
გაუზიარე