3 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ბუქარესტის ცენტრალურ სტადიონზე ჯვაროსნები რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5-1 დასრულდა.
ვლადიმერ ვაისის ფეხბურთელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 7 ივნისს ესპანეთში გამართავენ. ჩვენი გუნდი "ხეტაფეს" სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
რუმინეთი - საქართველო 5-1
ბუქარესტი, ეროვნული სტადიონი
რუმინეთი: ტატარაშანუ, რაცი (კ), მოტი, ჰობანი (64’ პრეპელიტა), პინტილი (84’ სანმარტეანი) , სტანჩიუ (83’ ალიბეკი), ანდონე (64’ კიპჩიუ), 19. სტანკუ (73’ ტორჟე), პოპა (71’ კეშერუ), გრიგორე, სეპუნარუ
მთ. მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
საქართველო: კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი (კ), აბურჯანია (65’ კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, დვალიშვილი (78’ ქვილითაია), ოქრიაშვილი, დვალი (34’ მჭედლიძე), ნავალოვსკი (64’ ცისკარიძე)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯები: არტურ დიასი, რუი ტაბარესი, პაულო სოარესი, ისტვან კოვაცსი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 51’ დვალიშვილი
გოლები: 1-0 პოპა (2), 2-0 ამისულაშვილი (ა.გ) (3), 3-0 სტანჩიუ (49), 3-1 მოტი (ა.გ) (68), 4-1 ტორჟე (80), 5-1 კეშერუ (89)
სფფ-ის პრესსამსახური

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე