სიახლეები

ირლანდია: მწარე ისტორია

გაუზიარე

ერთხელ შოთა არველაძემ იხუმრა, ალბანეთს უკვე იმდენჯერ შევხვდით, დროა, ტირანაში სახლი ვიყიდოო. მგონი, ირლანდიაც უკვე ძალიან დაგვიახლოვდა, უკვე ექვსჯერ ვეთამაშეთ, მეშვიდედ წლეულს დავუპირისპირდებით დუბლინში და მომდევნო შესარჩევშიც ჩვენი მეტოქე იქნება...

ეგაა, სახუმაროდ არ გვაქვს საქმე. ალბანეთთან თამაშების უმეტესობა თუ სასიამოვნოდ გვახსენდება, ირლანდიელებზე რა გითხრათ. ექვსივეჯერ წავაგეთ. 

ირლანდია, ალბათ, ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო მეოთხე კალათიდან. ისე, როგორ გაუმართლათ: მეოთხე კალათაში მყოფები ლამის ჯგუფის ფავორიტები იქნებიან. ახალი რა თქვათ გუნდზე, რომელზეც არაერთხელ დაგვიწერია? მარტინ ონილის გუნდმა ამ შესარჩევში მხოლოდ საქართველოსა და გიბრალტარს მოუგო, თუმცა წაგება მხოლოდ ერთხელ განიცადა - შოტლანდიაში.  

ირლანდია მეოთხე ადგილზეა ჯგუფში და კალენდარს თუ გავითვალისწინებთ, ამ ადგილიდან დაძვრა გაუჭირდება, თუმცა შანსი აქვს. გადამწყვეტი თამში დუბლინში ექნებათ პოლონეთთან, ოღონდ შესაძლოა, გამარჯვებაც არ ეყოთ. ეს აღარაა ძველი ირლანდია, როცა როი კინი ჰყავდათ და რობი კინსაც საუკეთესო წლები ჰქონდა. რობი უკვე 35 წლისაა და ნაკრებში 65 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ბოლო პერიოდში ბომბარდირულად ვეღარ ირჯება. იქნება კი მომდევნო შესარჩევში, ესეც საკითხავია. `მწვანე არმიას~ ახალგაზრდების ძლიერი თაობა არ ჰყავს, ნაკრების ბირთვს 27-30 წლის ფეხბურთელები შეადგენენ.

ბრძოლისუნარიანი და იღბლიანი ნაკრებია. ახლა შესარჩევში აბსოლუტურად უშანსოდ იქნებოდნენ, მსაჯის დამატებული წუთები რომ არა. წარმოიდგინეთ, საქართველოს (2:1), გერმანიასა (1:1) და პოლონეთს (1:1) სწორედ კომპენსირებულ დროში გაუტანეს! 

კინი, ფლანგელი ნახევარმცველი მაკგიდი, მარჯვენა მცველი კოულმენი - ეს სამნი გამოირჩევიან, თუმცა მთლიანობაში, გუნდია აგრესიული და შეთამაშებული. 
და რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ექვსიდან ოთხჯერ მინიმალური ანგარიშით წავაგეთ. აქედან ორჯერ ისე, როცა ვიგებდით... ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა წააგო ერთი და იგივე გუნდთან, რომელიც შენზე ძლიერია, მაგრამ გრანდობასთან ახლოსაც ვერაა. ნავსის გატეხვას ვისურვებდით. 

2003. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი

საქართველო-ირლანდია 1:2 

0:1 დაფი (19), 1:1 კობიაშვილი (62), 1:2 დოჰერტი (86)

2003. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. Dუბლინი

ირლანდია-საქართველო 2:0

1:0 დოჰერტი (43), 2:0 რობი კინი (57)

2008. მუნდიალის შესარჩევი. მაინცი (თბილისის ნაცვლად, რადგან ფიფამ შინ თამნაშის უფლება არ მოგვცა)

საქართველო-ირლანდია 1:2 

0;1 დოილი (13), 0:2 ველანი (67), 1:2 ყენია (90)

2009. მუნდიალის შესარჩევი. დუბლინი

ირლანდია-საქართველო 2:1

0;1 იაშვილი (1), 1:1, 2:1 რობი კინი (73 პენ, 78)    

2013. ამხანაგური. დუბლინი

ირლანდია-საქართველო 4:0 

1:0 კიუ (42), 2:0 კოქსი (48), 3:0, 4:0 რობი კინი (77, 87)

2014. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი

საქართველო-ირლანდია 1:2 

0:1 მაკგიდი (24), 1:1 ოქრიაშვილი (38), 1;2 მაკგიდი (90+1) 

ერთიც, ირლანდია 2002 წლის შემდეგ არ ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 

ილია ნანობაშვილი