სიახლეები

ბილეთები - საქართველო-მალტა 23 მარტიდან, საქართველო-გერმანია 24 მარტიდან !

სფფ
გაუზიარე
ორშაბათიდან, 23 მარტიდან, იწყება ბილეთების გაყიდვა საქართველო - მალტის ამხანაგურ მატჩზე. ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ თამაშზე დასასწრები ბილეთები  „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი - 5 ლარი.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დასასწრები ბილეთები კი "დინამო არენას" სალაროებში სამშაბათიდან, 24 მარტიდან  გაიყიდება. წლის პირველ ოფიციალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ქომაგებს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ სალაროებში, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ. ბილეთის ფასი - 10, 15, 20 და 30 ლარი. 

საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება 29 მარტს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე".

გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით სტადიონზე!

სფფ-ის პრესსამსახური