სიახლეები

დავით ყიფიანის თასის კენჭისყრა 11 მარტს გაიმართება

გაუზიარე

11 მარტს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალური მატჩების კენჭისყრა გაიმართება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს თასის ნახევარფინალში ოთხი კლუბი - თბილისის "დინამო", სამტრედიის "სამტრედია", ცხინვალის "ცხინვალი" და საჩხერის "ჩიხურა"  იასპარეზებს.

ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 7 აპრილს, განმეორებითი შეხვედრები, კი  28 აპრილს გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური