სიახლეები

მსაჯთა დამკვირვებლების საწყისიკურსი

გაუზიარე

 29 და 30 აგვისტოს სასტუმრო "სიმპათიაში" ჩატარდა მსაჯთა ახალი დამკვირვებლების საწყისი კურსი, რომელშიც 6 ყოფილი მსაჯი და ასისტენტი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ეს კურსი წარმოადგენს გენერალური სამოქმედო გეგმის ნაწილს და ამიერიდან ჩატარდება ყოველწლიურად.

კურსი ჩაატარა მსაჯობის განვითარების მენეჯერმა ლევან ფანიაშვილმა.

მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე მოთხოვნებს და ამოცანებს, რომლებიც დგას დამკვირვებლის წინაშე. 

კონკრეტული სამატჩო სიტუაციების ამსახველი ვიდეო კლიპების დახმარებით განხილული და შეფასებული იქნა მსაჯების სხვადასხვა გადაწყვეტილებების ზეგავლენა მსაჯების შეფასებაზე (ნიშანზე).

განხილული იქნა მსაჯთა შეფასების სისტემა და ვარჯიშის მიზნით მოხდა ამ სისტემის პრაქტიკული გამოყენება კონკრეტული მატჩის ვიდეო ჩანაწერის ნახვის შემდეგ.