სიახლეები

სფფ–ს საკლუბო ლიცენზირების სისტემას შესაბამისობის

გაუზიარე
მოხარული ვართ ვაცნობოთ ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების განყოფილებამ წარმატებით გაიარა შემოწმება უეფას მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია SGS-ის მხრიდან.
კომპანია SGS-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ სფფ სრულყოფილად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს უეფას საკლუბო ლიცენზირების ხარისხის მართვის 2.0 სტანდარტის შესაბამისად და აქვს უფლება, გასცეს უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის ლიცენზიები.
სწორედ ამიტომ სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების სისტემას მიენიჭა შესაბამისობის სერტიფიკატი (იხ.ბმული), რომელიც ძალაშია 2010 წ. 23 ოქტომბრიდან 3 წლის განმავლობაში.
 
 
სფფ–ს საკლუბო ლიცენზირების განყოფილება