სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების გამარჯვებული დინამო თბილისია. თბილისში, დინამო არენაზე ჩატარებულ ფინალურ შეხვედრაში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის დინამო პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში 25-ე წუთზე ბათუმელებმა, ჯოვინო ფლამარიონის გოლით გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა 77-ე წუთზე, გაბრიელ სიგუას ზუსტი დარტყმით აღადგინეს. 11-მეტრიანების სერიაში დინამო თბილისმა მეტოქეს 4:3 სძლია.
ფინალური შეხვედრის გამარჯვებული სუპერთასით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა.
დინამო თბილისი - დინამო ბათუმი 1:1 (პენ 4:3)
ფინალის პარალელურად, ქუთაისში, შენგელია არენაზე შედგა მატჩი მესამე ადგილისთვის, სადაც ქუთაისის ტორპედომ გორის დილას უმასპინძა. ამ შეხვედრის გამარჯვებულიც პენალტების სერიაში გამოვლინდა. ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, 11-მეტრაინების სერიაში კი, ტორპედომ 5:4 სძლია მეტოქეს.
ტორპედო - დილა 0:0 (პენ. 5:4)