27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
სპეციალური პრიზები მიიღეს:
2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა საბა კვერკველიამ („ლოკომოტივი“, მოსკოვი, რუსეთი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია).
2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი
2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი ჯენერი ხორავა
გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციულად, საპატიო ჯილდო გადაეცათ, იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.
მასობრივ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ თენგიზ კაციასა და ავთო შენგელიას, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი პროექტის „ფეხბურთი სკოლებში“ აქტიურ მონაწილეობას იღებენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონების 1000 საჯარო სკოლის ფიზ.მომზადებს მასწავლებლები გადამზადდენ, რათა მათ სამომავლოდ, 1-2 კლასის მოსწავლეებს უფასო საფეხბურთო გაკვეთილები შესთავაზონ.
ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი სპორტულმა ჟურნალისტმა დავით ქლიბაძემ მიიღო, რომელიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდა ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, სპორტის პოპულარიზაციისათვის.
ქართული ფეხბურთის წინაშე გაწეული უზარმაზარი ღვაწლისთვის საპატიო ჯილდო ლეგენდარულ მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს გადაეცა. 2 იანვარს ლეგენდარულ საფეხბურთო მოღვაწეს 80 წელი შეუსრულდებოდა. დაჯილდოებუის ცერემონიაზე საპატიო პრიზი მისმა ვაჟმა, ნოდარ ახალკაცმა უმცროსმა მიიღო.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. სპეციალური პრიზები მიიღეს:
2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელიც ასევე 25 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (თბილისის „ლოკომოტივი“)
2017 წლის სეზონის საუკეთესო მეკარემ როინ კვასხვაძემ (ქუთაისის „ტორპედო“)
2017 წლის სეზონის საუკეთესო მცველმა ლაშა თოთაძემ (თბილისის „დინამო“).
2017 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა (თბილისის „საბურთალო“)
2017 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერმა, კოტ დივუარელმა ანტე გიმ („სამტრედია“)
2017 წლის სეზონის საუკეთესო გოლი გრიგოლ დოლიძე (ქუთაისის „ტორპედო“)
2017 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა (ქუთაისის „ტორპედო“)
ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა დათა სიჭინავამ („რუსთავი“, 30 გოლი)
ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ („რუსთავი“)
GFF AWARDS 2017-ზე სეზონის სიმბოლური ნაკრები დასახელდა:
მეკარე: როინ კვასხვაძე ("ტორპედო")
მცველები: გიორგი ქიმაძე ("ტორპედო"), ლაშა თოთაძე ("დინამო"), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი"), გიორგი მჭედლიშვილი ("სამტრედია")
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო"), გიორგი კუხიანიძე ("ტორპედო"), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო"), გრიგოლ დოლიძე ("ტორპედო")
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე ("ტორპედო"), ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")
ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ გიორგი არჩვაძეს 3000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილოსან გაგი კირთაძეს 2000, მესამე ადგილი კი, შალვა ჯანაშვილმა დაიკავა და მან ფეხბურთის ფედერაციისგან 1000 ლარი მიიღო.
დღევანდელ ღონისძიებაზე, ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორმა კომპანია GFM STUDIO-მ, რომელმაც მიმდინარე წელს ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლაცია განახორციელა, საუკეთესო რესპოდენტი ფეხბურთელი და საუკეთესო რესპოდენტი მწვრთნელი დაასახელა. აღნიშნულ ნომინაციაში სპეციალური პრიზი მიიღეს ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა და თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა.
სფფ
გაუზიარე