სიახლეები

სუპერთასი მორჩა, გადავერთოთ ჩვენს ჩემპიონატზე

გაუზიარე

ევროპის სუპერთასის ვნებათაღელვამ გადაიარა, თბილისში გამართული ბარსელონა-სევილია უკვე ისტორიის კუთვნილებაა, თუმცაღა მისი გახსენება კიდევ დიდხანს აგვიჩქროლებს გულს. ამასობაში კი, ქართული ფეხბურთი თავის ყოველდღიურობას უბრუნდება _ კარს ახალი საფეხბურთო ჩემპიონატი მოგვადგა.

უმაღლესი ლიგა მომავალ სეზონშიც 16-გუნდიანი იქნება, წინა ჩემპიონატის შედეგებიდან გამომდინარე კი, 16-დან სამი გუნდი სხვებმა ჩაანაცვლეს – მეტალურგის, ვიტ ჯორჯიასა და ზესტაფონის 
ადგილები საბურთალომ, საპოვნელამ და ლოკომოტივმა დაიკავეს.

პირველი ტური ორდღიანი იქნება. დღეს საქმეში უმაღლესში აღზევებული ორი დედაქალაქური გუნდი ჩაერთვება, რომლებიც სტუმრად შეეცდებიან ქულების მოპოვებას, ხვალიდან კი ქართული სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩებს ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტები, გორის დილა და დინამო თბილისი ჩაატარებენ. ორივე მათგანი შინ თამაშობს და ფავორიტებადაც შეგვიძლია შევრაცხოთ, სხვა საქმეა, შეძლებენ თუ არა ამ სტატუსის გამართლებას. საინტერესოა, რომ შორეულ 1993 წელს თერჯოლელებმა ქვეყნის უტიტულოვანეს გუნდს თბილისში 2:1 მოუგეს.

საშინაო შეხვედრებს გამართავენ ბათუმის დინამო და ქუთაისის ტორპედოც. წესით, მათ შიდაქართლელებსა და დედაქალაქელებს ღირსეული კონკურენცია უნდა გაუწიონ. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ბათუმელებიცა და ქუთაისელებიც ევროსაგზურის მოპოვების რეალური პრეტენდენტები არიან.

ანალოგიური მიზანი ამოძრავებს მეორე აჭარულ კლუბსაც. ქობულეთის შუქურამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობა საგრძნობლად გაიძლიერა და მის ხელმძღვანელობას ახალ სიმაღლეზე ასვლა განუზრახავს. საამისოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა შუქურას სამტრედიაში დასჭირდება, ქალაქში, სადაც ქობულეთამდე მუშაობდა ზღვისპირელთა მწვრთნელი გელა სანაია.

სხვებზე არანაკლებ დაძაბულ მატჩს უნდა ველოდოთY ლანჩხუთში, სადაც ერთმანეთის წინაშე დაახლოებით ერთი დონისა და გაქანების მეტოქეები წარდგებიან.

ლევან ჯანეზაშვილი

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური

ცხინვალი-საბურთალო
13 აგვისტო 17:00
თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო)

ჩიხურა-ლოკომოტივი
13 აგვისტო 17:00
ივანწმინდა. ჩენტრალური

გურია-სიონი
14 აგვისტო 17:00
ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”

სამტრედია-შუქურა
14 აგვისტო 17:00
სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”

დილა-კოლხეთი ფთ
14 აგვისტო 17:00
გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”

დინამო ბთ-ზუგდიდი
14 აგვისტო 17:00
ქობულეთი. “ჩელე არენა”
დისკვალიფიკაცია: ტაკიძე (დინამო ბთ), წყაროზია (ზუგდიდი)

ტორპედო-მერანი
14 აგვისტო 19:00
ქუთაისი. “რამაზ შენგელია”

დინამო თბ-საპოვნელა
14 აგვისტო 20:00
თბილისი. “დინამო არენა”