სიახლეები

გაახალგაზრდავებული მერანი სტარტისთვის მზადაა

გაუზიარე

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მარტვილის მერანში საგრძნობი ცვლილებები მოხდა. გუნდში ისედაც მრავლად თამაშობდნენ ახალგაზრდები, ახალ სეზონს კი მერანი კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ხვდება.

სამაგიეროდ, პოსტზე რჩება მარტვილელთა უკრაინელი თავკაცი ვლადიმირ ლობასი, რომელიც მერანის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

ამასობაში, საბოლოოდ დაზუსტდა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ახალ სეზონში გუნდის ღირსებას დაუცავენ.

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, პიოტრ სევასტიანენკო;

მცველები: გიორგი პაჭკორია, თორნიკე შალიკაშვილი, გიორგი გეგია, ფირუზ მარაქველიძე, ირაკლი ციცხვაია, სერგეი კოტი, თეიმურაზ ჩხეტია, ვასილ გოგოლიძე;

ნახევარმცველები: ლევან კუტალია, პავლე ხორგუაშვილი, მიხო რუხაია, გიგა წურწუმია, ბექა ციკოლია, გაგა გაზდელიანი, თორნიკე ფაილოძე, შოთა გვაზავა, ლევან წოწონავა, ლაშა ჯღამაია, გივი შალამბერიძე;

თავდამსხმელები: დათა ციცხვაია, კონსტანტინე ბროლაძე, იმედა აშორტია.

ლევან ჯანეზაშვილი