სიახლეები

ტაბიძის ბელგიური დებიუტი

გაუზიარე

გენტის დუბლშემადგენლობაში ჩარიცხულმა ჯიმი ტაბიძემ ახალ გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. გენტის დუბლიორებმა ვარეგემის თანატოლებს 4:3 სძლიეს. ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ითამაშა. თუ ტაბიძე მყარად დამკვიდრდა ბელგიის მოქმედი ჩემპიონის დუბლებში და იქ თავიც გამოიჩინა, პირველ გუნდში თამაშის შანსიც მიეცემა.

შეგახსენებთ, ტაბიძე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა გენტში თბილისის საბურთალოდან, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. ის ასევე სტაბილურად თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია.

რაც შეეხება გენტის პირველ გუნდს, ბელგიის ჩემპიონები სამი ტურის შემდეგ მოპოვებული ხუთი ქულით მხოლოდ მეექვსე პოზიციაზე არიან, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, უახლოეს ტურებში სატურნირო მდგომარეობას გაიუმჯობესებს. 

პაატა ძნელაძე