სიახლეები

ჯამპაოლოს მჭედლიძის იმედი აქვს

გაუზიარე

იტალიის ჩემპიონატი 22 აგვისტოს დაიწყება. ემპოლი, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე იცავს, პირველ ტურში კიევოს მასპინძლობს. მჭედლიძე ახლახან პიზასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა და ჯერაც ვერ ახერხებს ვარჯიშს. არადა, გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო მას ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებს და ახლახან იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ თავდასხმის ხაზში ძირითადად სწორედ ჩვენებურისა და ვეტერანი მასიმო მაკარონეს იმედი აქვს:

“ემპოლი ახლა თანაბრად დაბალანსებული გუნდია, მაგრამ დაცვაში და ნახევარდაცვაში უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე თავდასხმის ხაზში. შეტევაში მთავარი დასაყრდენი კვლავინდებურად მასიმო მაკარონე იქნება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 35 წლისაა, ძველებურად კარგად გამოიყურება. ასევე დიდი იმედი მაქვს მჭედლიძის, მან ამხანაგურ მატჩებში კარგად ითამაშა და იმედია, წარმატებული სეზონი ექნება.”

პაატა ძნელაძე