სიახლეები

ტორპედომ მოგებით დაასრულა

გაუზიარე

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ქუთაისის ტორპედომ ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და პრაქტიკულად მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. ტორპედომ ქუთაისში პირველი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ხელვაჩაურის მაჭახელას უმასპინძლა და მეტოქე 6:0 გაანადგურა. დუბლით გამოირჩნენ ოთარ კვერნაძე და დათა სიჭინავა, თითო გოლი კი გიორგი კახელიშვილისა და დავით ოდიკაძის ანგარიშზეა.

მაჭახელას წინააღმდეგ გიორგი დარასელიამ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: სომხიშვილი, ადამაძე, მირცხულავა, ნერგაძე, მამასახლისი, კირკიტაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, სიჭინავა, კვერნაძე, კახელიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: თევდორაძე, ნიკონოვი, ნაცვლიშვილი, ადამაშვილი, შინდაგორიძე, ოდიკაძე, ქიმაძე, ხურციძე, გოგუაძე, ბაბუნაშვილი, კაპანაძე

ტორპედო ახალი ჩემპიონატის პირველ ტურში, 14 აგვისტოს, მარტვილის მერანს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, წინა სეზონში ქუთაისელებმა მე-8 ადგილი დაიკავეს, წელს კი უფრო ამბიციური გეგმები აქვთ.

პაატა ძნელაძე