სიახლეები

საბურთალომ რუსთავს მოუგო

გაუზიარე

უმაღლეს ლიგაში დებიუტამდე საბურთალომ ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველლიგელ რუსთავს „ბენდელაზე“ 4:2 მოუგო. ანგარიში შეხვედრის დასაწყისში რუსთაველმა გოცაძემ გახსნა, თუმცა მე-20-დან 30-ე წუთამდე საბურთალოს ფეხბურთელებმა სამი გოლის გატანა შეძლეს. ჯერ ხარაიშვილმა გაათანაბრა ანგარიში, ცოტა ხანში ჯაბა დვალი დარჩა მეკარესთან პირისპირ და გამოცდილ ფორვარდს შანსის გამოყენება არ გასჭირვებია. ფანცულაიამ კი დამატებაზე დაასწრო ყველას და ანგარიში 3:1 გახადა. 

მეორე ტაიმში რუსთაველებმა სტანდარტული მდგომარეობიდან შეამცირეს სხვაობა, მატჩის ბოლო გოლი კი ისევ ხარაიშვილმა მიითვალა და საბურთალომ 4:2 მოიგო. უმაღლეს ლიგაში პირველ მატჩს საბურთალო 13 აგვისტოს ითამაშებს _ ცხინვალთან, გასვლაზე. 

რუსთავთან საბურთალოელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: ქურდაძე, ჩაბრაძე, თოთაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ფანცულაია, დვალი, გოშთელიანი. 

შეცვლაზე შევიდნენ: ჩოჩიშვილი, ვაჭარაძე, ბიძინაშვილი, სოფრომაძე, შახაშვილი, ღლონტი, ბეროშვილი.

პაატა ძნელაძე