სიახლეები

რეიმსს კანკავა მილიონზე მეტი დაუჯდა

გაუზიარე

ჯაბა კანკავას რეიმსში ტრანსფერს ბეჭედი დაესვა. უკვე საკმაო ხნის მანძილზე გაწელილი მოლაპარაკებები დასრულდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინული დნიპროს ღირსებას იცავდა, კარიერას ფრანგულ კლუბში გააგრძელებს.

ცნობილი გახდა ის თანხაც, რაც რეიმსმა კანკავას სანაცვლოდ გადაიხადა – 1,1 მილიონი ევრო. ამის შესახებ რეიმსის პრეზიდენტმა ჟან-პიერ კეიომ განაცხადა.

„ჯაბა კანკავას თაობაზე დნიპროსთან მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით, მაგრამ დრო გადიოდა და შეთანხმების მიღწევას ვერ ვახერხებდით. იყო იმის საფრთხე, რომ ტრანსფერი არ შემდგარიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დნიპროს მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ფეხბურთელის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა, ყველა დაბრკოლება მოიხსნა“, - თქვა კეიომ.

ლევან ჯანეზაშვილი