სიახლეები

ტატანაშვილი სიონისთვის გაიტანს

გაუზიარე

ბოლნისის სიონმა ჩემპიონატის დაწყებამდე საინტერესო ტრანსფერი განახორციელა. ახალ სეზონში სიონის ღირსებას დაიცავს 31 წლის ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი, რომელიც წინა სეზონში ბათუმის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი იყო და ამ გუნდის შემადგენლობაში ევროტურნირზეც ითამაშა კვიპროსული ომონიას წინააღმდეგ.

ცოტა ხნის წინ სიონიდან ბათუმში გადავიდა ფორვარდი ლუის ალბერტო და სწორედ მის შესაცვლელადაა გადაბირებული ტატანაშვილი, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია და აზერბაიჯანთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში   გოლიც გაიტანა. 

პაატა ძნელაძე