სიახლეები

მჭედლიძე დაშავდა

გაუზიარე

23 აგვისტოს იტალიის ჩემპიონატი იწყება, ემპოლი, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე იცავს, პირველი ტურის შეხვედრაში კიევოს უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში მონაწილეობას მჭედლიძე, რადგან ქართველი ფორვარდი პიზასთან ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა. ეს თამაში ემპოლიმ 2:0 მოიგო, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს მარკო ჯამპაოლოს ლევანი ამჯერადაც ძირითადში ჰყავდა გამწესებული, მაგრამ ტრავმის გამო მჭედლიძემ უკვე მე-20 წუთზე შეცვლა ითხოვა.

ლევანს ამ დღეებში საფუძვლიან გამოკვლევას ჩაუტარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რა ხნით მოუწევს მჭედლიძეს დასვენება. იმედია, ჩემპიონატის სტარტისთვის იგი მზად იქნება, თანაც, ახლა კარგ ფორმაში იყო და ძირითადშიც თამაშობდა.

პაატა ძნელაძე