სიახლეები

ცხადაძე მოლდოვაში წავიდა

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვაჟი ბაჩანა ცხადაძე მოლდოვურ მილსამიში გადავიდა. ახალი ფეხბურთელის დამატების თაობაზე კლუბში ჯერჯერობით ბევრს არაფერს ამბობენ, მაგრამ მოლდოვური პრესა იუწყება, რომ ცხადაძემ ორჰეელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ახალი მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრასაც უახლოეს მომავალში ჩაატარებს. 

შეგახსენებთ, მილსამი მოლდოვას ჩეპიონინია და წლეულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მონაწილეობს. პირველ ეტაპზე ორჰეელებმა, მოულოდნელად, ბულგარული ლუდოგორეცის ბარიერი დაძლიეს, ახლა კი ალბანურ შკენდერბეუს ეთამაშებაინ. პირველი მატჩი მოლდოვაში 0:2  დასრულდა.

27 წლის ბაჩანა ცხადაძე ბოლოს აზერბაიჯანში, ბაქოს ინტერში თამაშობდა, სადაც 102 მატჩში 31 გოლი გაიტანა. ინტერამდე კი ცხადაძე სიმურგში და სტანდარტში გამოდიოდა. 2003-2010 წლებში ცხადაძე საქართველოს ჩემპიპიონატში ბოლნისის სიონის, თბილისური ვიტ ჯორჯიას, ამერისა და ცხინვალის სპარტაკის ფეხბურთელი იყო. 

საქართველოს ნაკრებში ბაჩანა ცხადაძეს დებიუტი თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას ჰქონდა, დღესდღეობით კი ეროვნულ გუნდში მას ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ის ძირითად შემადეგნლობაში ვნახეთ.  

ლუკა თალაკვაძე