სიახლეები

კანკავა თითქმის რეიმსშია

გაუზიარე

ჯაბა კანკავას ფრანგულ რეიმსში გადასვლა თითქმის გადაწყდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა რეიმსთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა და წესით, უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა გადავიდეს კლუბში, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა. კანკავას აქამდე საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის კლუბების გარდა, არსად უთამაშია, ასე რომ, რეიმსი მისთვის პირველი დასავლეთევროპული გუნდი იქნება.

აი, რას ამბობს დნიპროს მწვრტნელი მირონ მარკევიჩი: “ფეხბურთელს თუ წასვლა სურს, მე რა შემიძლია? ჯაბას ევროპაში სურს ძალების გამოცდა. კანკავა არაერთი წლის განმავლობაში სულით და გულით ემსახურა დნიპროს. ასეთი შემსრულებლისგან უკვე ძნელია, რომ მაქსიმალური დახმარება მოითხოვო. ცუდი ისაა, რომ კანკავას შემცვლელი არ გვყავს”. 

ჯაბა 2007 წლიდან თამაშობს დნიპროში და მხოლოდ ერთი სეზონი იყო, როცა კრივბასში გაანათხოვრეს. ქართველის საკმაო წვლილი იყო იმაში, რომ უკრაინული კლუბი ევროპის ლიგის ფინალამდე მივიდა.  

ილია ნანობაშვილი