სიახლეები

ლოკომოტივმა ალ ჯაზირასთან ვერაფერი გააწყო

გაუზიარე

სეზონისწინა შეკრებაზე მყოფმა თბილისის ლოკომოტივმა მორიგი საკონტროლო მატჩი საუდის არაბეთის ალ ჯაზირასთან ჩაატარა და 1:3 დამარცხდა. არაბებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, შეხვედრის 89-ე წუთზე კი გიორგი კიკნაძე პრესტიჟის გოლის ავტორი გახდა.

ლოკომოტივის თავკაცმა ვასილ მაისურაძემ ამ სპარინგში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: კუპატაძე, გაბაძე, გაგნიძე (გეთიაშვილი 62), მაკასარაშვილი (ხიდეშელი 73), ქიქავა (დიასამიძე 73), ღვინიაშვილი, არველაძე (ჩიხლაძე 46), არდაზაზიშვილი (ართმელაძე 46), თექთურმანიძე (ბენაშვილი 73), ქანთარია (კიკნაძე 73).

ლევან ჯანეზაშვილი