სიახლეები

კვირკველიას დისკავალიფიკაცია ალენიჩევს ახარებს

გაუზიარე

დღეს რუსული პრემიერლიგის მესამე ტურის დასკვნით შეხვედრაში მოსკოვის სპარტაკი ყაზანის რუბინს უმასპინძლებს, მაგრამ ქართული დერბი მაინც არ შედგება. მართალია, სპარტაკის ქართველ ლეგიონერ ჯანო ანანიძეს თამაშს წინ არაფერი უდგას, მაგრამ გამორიცხულია რუბინის მცველის საბა კვირკველიას თამაში, რომელიც წინა ტურში გააძევეს და დღეს დისკვალიფიციის გამო მხოლოდ ტრიბუნაზე თუ იჯდება.

კვირკველიას არყოფნა რომ რუბინისთვის სერიოზული დანაკლისია, იქედანაც კარგად ჩანს, რომ სპარტაკის მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა კმაყოფილებით ისაუბრა საბას დისკვალიფიკაციაზე: ,,კვირკველია სტანდარტულების დროს ძალიან კარგად თამაშობს და მისი არყოფნა სპარტაკისთვის ნამდვილად კარგია, მაგრამ ამის მიუხედავად, ცხადია, რუბინი მაინც რჩება ძლიერ გუნდად და თამაშის მოსაგებად მაქსიმალური კონცენტრაცია დაგვჭირდება“ - ამბობს ალენიჩევი.

პაატა ძნელაძე