სიახლეები

ზარანდიამ გენკის ამხანაგურში გაიტანა

გაუზიარე

გენკმა ამხანაგური მატჩი გამართა ბელგიის ქვედალიგელ ჰასელტთან და 1:2 წააგო. გენკიდან ერთადერთი გოლი ლუკა ზარანდიამ გაიტანა: პირველივე წუთზე მახვილი კუთხიდან დარტყმით დააწინაურა თავისიანები. ლუკამ ტაიმნახევარი ითამაშა. 

გენკის მწვრთნელმა პეტერ მასმა ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც პირველ გუნდში სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ. ამდენად, მოედანზე არ გამოჩენილა თორნიკე ოქრიაშვილი. 

ზარანდიას გენკის ამხანაგურ მატჩში პირველად არ გაუტანია, თუმცა ბელგიის ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშებიათ.  

ილია ნანობაშვილი