გია ცეცაძის გაწვრთნილმა სამტრედიამ თურქულ შეკრებაზე, ერზრუმში, ამხანაგური მატჩი გამართა და მოიგო: აზერბაიჯანულ ზირესთან 3:1. გოლები გიორგი დათუნაიშვილმა, ირაკლი სიხარულიძემ (პენალტით) და თემურ მარკოზაშვილმა გაიტანეს. ცნობისთვის, ზირე აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში წლეულს გადავიდა.
სამტრედიას შემადგენლობა: მეშველიანი, მთივლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, ენდელაძე, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, სიხარულიძე, ზივზივაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: იოსელიანი, ცნობილაძე, შილაკაძე, კიკაბიძე, ახალაძე, ჭეიშვილი, თვალავაძე.
შეგახსენებთ, წინა საკონტროლო მატჩში სამტრედიამ თურქეთის პირველლიგელ გიოზთეფესთან 0:1 წააგო.
გაუზიარე