სიახლეები

საბურთალომ ცხინვალთან აგებდა და მოიგო

გაუზიარე

გუშინ ბენდელაზე უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა საბურთალომ, რომელიც თამაშის დღეს ჩამოვიდა დუშეთიდან, თბილისში ევროტურნირების მონაწილე ცხინვალს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. წინა შეხვედრებში საბურთალოელებმა ტორპედოსა და სიონს მოუგეს, თბილისის დინამოსთან და ლოკომოტივთან კი დამარცხდნენ. 

არადა, თავიდან ცხინვალმა გაიტანა: ქოჩლაძემ საჯარიმოს შიგნიდან ისეთი დაარტყა, რომ საბურთალოს მეკარე ქურდაძეს თავის გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს: გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხარაიშვილმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. 

გამარჯვების გოლი კი ჯაბა დვალმა გაიტანა, რომელიც კვლავინდებურად საბურთალოში ვარჯიშობს, მაგრამ გუნდთან ჯერჯერობით ოფიციალური კონტრაქტი არ გაუფორმებია. ჯაბამ მარცხენა ფეხით ზუსტი დარტყმით ცხრიანში გაიტანა და საბურთალომაც მორიგი გამარჯვებით კიდევ ერთხელ გააკეთა განაცხადი - უმაღლეს ლიგაში ნებისმიერისთვის ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება. 

საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, თოთაძე, ჩიბრაძე, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ფანცულაია, ხარაიშვილი, გოშთელიანი, დვალი

შეცვლაზე შევიდნენ: ჩოჩიშვილი, ვაჭარაძე, ბეროშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე

ცხინვალი: მიგინეიშვილი, კაკუბავა, კაჭკაჭიშვილი, ჯაფარიძე, ჭაფოძე, სიგუა, ქარდავა, ზ. ლობჯანიძე, მახარობლიძე, ქოჩლაძე, ლექვთაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ნადირაძე, ცაცკრიალაშვილი, ჯიშკარიანი, გიგაური, ჟვანია, გამყრელიძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, ღვაბერიძე, მურცხვალაძე

პაატა ძნელაძე