ლადო დვალიშვილი კვლავაც დანიის ოდენსეშია და პოლონურ კრაკოვიაში მის გადასვლაზე სიახლე არაფერია. კრაკოვიას მწვრთნელ ზელინსკის ქართველი ფორვარდის გადაყვანა კი სურს, მაგრამ პრობლემას ლადოს არაევროკავშირელებზე ლიმიტი ქმნის: კრაკოვიას ოთხი არაევროკავშირელი უკვე ჰყავს, მოედანზე კი ერთდროულად მხოლოდ ორს შეუძლია თამაში.
ამასობაში, დვალიშვილმა ორი გოლი გაიტანა ოდენსეს დუბლებში. ეს სილკებორგის დუბლებთან 4:3 მოგებულ შეხვედრაში. აი, ძირითად გუნდში კი ლადო მხოლოდ ვარჯიშს სჯერდება, თამაში კი არ უწევს.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე