სიახლეები

არის 56-ე!

გაუზიარე

ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალისტი დემიკო ლოლაძე, ვინც არაერთ სახელოვან სპორტსმენს მიუძღვნა კრებული, ამჟამად თავის მორიგ, რიგით 56-ე წიგნზე მუშაობს. ფართოდ ილუსტრირებული და საინტერესო კრებული-ალბომის მთავარი გმირი, ამჯერად ჩვენი ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია იქნება. საგულისხმოა, რომ ეს ჩვენი უფროსი კოლეგისა და მეგობრის უკვე მეცხრე წიგნია ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში. დემიკო ლოლაძე: ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი მოსვლის დღიდან, კომფორტულ გარემოში, შეუფერხებლად მეძლევა საშუალება საკადრისი პატივი მივაგო ჩვენს გამოჩენილ ფეხბურთელებს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც სიამოვნებით განვმეორდები: ამ წიგნების გამოცემა ზვიად სიჭინავას დამსახურებაა. რომ არა მისი გულისხმიერი დამოკიდებულება ჩვენი ფეხბურთის მდიდარი ისტორიისა და მისი გმირებისადმი, ამას მარტო, ჩემი ძალებით ვერ მოვახერხებდი.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ დემიკო ლოლაძის წიგნს მკითხველი, სავარაუდოდ, უკვე სექტემრისთვის მიიღებს.