სიახლეები

ლუჩესკუ არაბიძეს ძირითადს აჩვევს

გაუზიარე

გიორგი არაბიძე კვლავაც დონეცკის შახტარის ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს. შახტარის რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ რამდენიმე ახალგაზრდა დააწინაურა: სამი ფეხბურთელი დუბლებიდან და მათ დამატებული 17 წლის არაბიძე. რა თქმა უნდა, არაბიძის პირველ გუნდში დამკვიდრებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია, თუმცა ისიც კარგია, რომ ლუჩესკუ დარიო სრნას, ფრედის, ტაისონისა და სხვების გვერდით ავარჯიშებს.

თავად არაბიძემ გვითხრა, ჩვეულებრივ, ძირითად გუნდთან ერთად ვარ, ხოლო შახტარის 19-წლამდელთა გუნდს მხოლოდ უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დავემატებიო.

ილია ნანობაშვილი