სიახლეები

ქუთაისში რამაზ შენგელია დააფასეს

გაუზიარე

სასიამოვნო ამბავი ქუთაისიდან: ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის სტადიონს დიდი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას სახელი ეწოდა! ქალაქის მთავრობა ამ გადაწყვეტილებისას ერთსულოვანი გახლდათ. "გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან საამაყო ამბავი, რომელსაც წლების შემდეგ უფრო შევაფასებთ", _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა. შეგახსენებთ, რომ რამაზ შენგელია სწორედ ქუთაისიდან იყო, ბურთი პირველად ამ ქალაქში გააგორა და ფეხბურთს იქ ეზიარა. რამაზ შენგელიას დიდ ფეხბურთელობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ის არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ორჯერ დაასახელეს 
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. რამაზ შენგელია 2012 წელს 55 წლისა გარდაიცვალა. 

კობა ინასარიძე