სიახლეები

GFF Awards 2023 | საუკეთესოები 28 დეკემბერს გამოვლინდებიან

სფფ
გაუზიარე

28 დეკემბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2023 გაიმართება.

GFF Awards 2023-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • 2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
  • 2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
  • 2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
  • 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
  • 2023 წლის საუკეთესო მსაჯი
  • 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
  • 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი 
  • ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2023 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის

ამას გარდა, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა სპეციალური პრიზები. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, 27 დეკემბრის 18:00 საათამდე, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.