სიახლეები

U17 | საქართველო 0:2 ბელარუსი

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში ბელარუსის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. მიხეილ მესხი 2-ზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით - 2:0 დასრულდა. ბელარუსთა მხრიდან გოლები 30-ე და 77-ე წუთებზე იგორ შეძკომ და დმიტრი ლატიხუმ გაიტანეს.

​საქართველო 0:2 ბელარუსი

თბილისი, მიხეილ მესხი 2

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი (60' აბჟანდაძე), ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე (80' ონიანი), სიჭინავა (46' ზოსიაშვილი), იობაშვილი, გ. მამაგეიშვილი (80' კვერნაძე), სალუქვაძე, დუნდუა (76' ტატიშვილი), უბილავა (46' რუხაძე), ჩხეტიანი (60' თელია)

​სათადარიგო შემადგენლობა: შურღაია, ვიბლიანი, უგრეხელიძე, გვიშიანი

​მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, გიორგი ელიკაშვილი, დავით ჩიგოგიძე, ალეკო აფციაური

გაფრთხილება: ნიზუნიკი (24), კუზნეცოვი (36), შეძკო (14), გ. მამაგეიშვილი (55), მიხნიუკი (90+2)

​გოლები: 0:1 შეძკო (30), 0:2 ლატიხუ (77)

​საქართველოსა და ბელარუსის 17-წლამდე ნაკრებებს შორის გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0 დასრულდა.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მიმდინარე წლის 25-დან 31 მარტის ჩათვლის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი მეექვსე ჯგუფში, ინგლისის, ბელგიისა და რუმინეთის 17-წლამდე ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ბელგია უმასპინძლებს.