სიახლეები

WU16 | საქართველო 0:2 მონტენეგრო

ნაკრები U16
გაუზიარე

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი შეხვედრა გამართა. არჩილ ჩხაბერიძის გუნდი მონტენეგროს 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. გამარჯვებულთა მხრიდან 32-ე და 72-ე წუთებზე გოლები ნეილა ბიჩიჩმა და ივანა ბორიჩიჩმა გაიტანეს.

საქართველო 0:2 მონტენეგრო

​საქართველო: ცუხურკაიძე, ბაქრაძე, კახნიაშვილი, კანდელაშვილი (75' ბერაშვილი), გაზდელიანი (75' ყიზილაშვილი), ჯგუშია, ბებნაძე (46' ჯანჯარი), ენჯიბაძე, დიასამიძე (60' გობრონიძე), სულაშვილი, ძაძუა

სათადარიგო შემადგენლობა: როსტიაშვილი, ციკარიძე, ბლუაშვილი

მთავარი მწვრთნელი: არჩილ ჩხარებიძე

გოლები: 0:1 ბაჩიჩი (32), 0:2 ბორიჩიჩი (72)

​საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უეფას განვითარების თასის მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს მასპინძელი ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.