სიახლეები

U19 - ევროპის ჩემპიონატის ფინალი გორში გაიმართება

სფფ
გაუზიარე

12 ივლისს, უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალისტები გამოვლინდნენ.

ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის 19-წლამდე ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. ევრო 2017-ის რიგით მეთექვსმეტე ფინალს ქალაქი გორი უმასპინძლებს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გადამწყვეტი შეხვედრა 15 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება. 

უეფას 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება.  აღსანიშნავია,რომ 2017 წლის ფინალისტებს ევროპის ჩემპიონის ტიტული ამ ასაკობრივ ჯგუფში არასდროს მოუგიათ.

ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე შეგიძლიათ.