12 ივლისს, უეფას 19-წლამდე ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.
ნახევარფინალის პირველ შეხვედრას დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. პორტუგალიისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება ორმხრივი შეტევებით წარიმართა და პორტუგალიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე ჟედსონ ფერნანდეშმა გაიტანა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ინგლისის 19-წლამდე ნაკრებმა ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრები მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. ინგლისელებმა გამარჯვების გოლი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. ბაკლი-რიკეტსის გადაცემის შემდეგ, ნმეჩა ტექნიკური დარტყმით გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.
პორტუგალიისა და ინგლისის 19-წლამდე ნაკრებები ევრო 2017-ის ფინალში ერთმანეთს 15 ივლისს დაუპირისპირდებიან. ევროპირველობის გადამწყვეტ შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და 20:00 საათზე დაიწყება.
ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე შეგიძლიათ
გაუზიარე