სიახლეები

U19: ნახევარფინალში გასული გუნდების მწვრთნელების პრესკონფერენცია

სფფ
გაუზიარე

საქართველოში მიმდინარე უეფას 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე 12 ივლისს ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. პირველი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე "ა" ჯგუფის გამარჯვებული პორტუგალია "ბ" ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიას დაუპირისპირდება. მეორე ფინალისტი, ასევე ოთხშაბათს გამოვლინდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბ" ჯგუფის ლიდერი, ინგლისის ნაკრები "ა" ჯგუფის მეორეადგილოსან ჩეხეთს შეხვდება.

ორივე შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე იყიდება, მატჩის დღეს ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ.

ნახევარფინალის მონაწილე ოთხივე გუნდის მთავარი მწვრთნელი 11 ივლისს, 13:30 საათზე  სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენციას გამართავს.