სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის გადამზადების კურსი

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, სასტუმრო პულმანში უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის გადამზადების (Refresh) კურსი დაიწყო. 

11-12 დეკემებრს, გადამზადების კურსს B ლიცენზიის მქონე 95 მწვრთნელი გაივლის. კურსის გავლის შემდეგ, მწვრთნელებს ლიცენზიის მოქმედების ვადა სამი წლით გაუხანგრძლივდებათ. 

კურსის დაწყებმადე, უეფას B ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა ზამთარაძემ და ტექნიკურმა დირექტორმა გოჩა თამაზაშვილმა მიმართეს და წარმატება უსურვეს. 

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადების კურსები ასევე გაიმართება უეფას A და PRO ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის, C ლიცენზიის გადამზადების კურსი კი, 5-6 დეკემბერს ჩატარდა