სიახლეები

უეფას C ლიცენზიის გადამზადების კურსი სასტუმრო პულმანში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, სასტუმრო პულმანში უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის გადამზადების (Refresh) კურსი მიმდინარეობს. 

5-6 დეკემებრს, გადამზადების კურსს C ლიცენზიის მქონე 192 მწვრთნელი გაივლის. კურსის გავლის შემდეგ, მწვრთნელებს ლიცენზიის მოქმედების ვადა სამი წლით გაუხანგრძლივდებათ. 

კურსის დაწყებმადე, უეფას C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა ზამთარაძემ და ტექნიკურმა დირექტორმა გოჩა თამაზაშვილმა მიმართეს და წარმატებები უსურვეს. 

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადების კურსები ასევე გაიმართება უეფას B, A და PRO ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის.