საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის გადამზადების (Refresh) კურსზე რეგისტრაცია დასრულდა.
გადამზადების კურსი 11 და 12 დეკემბერს, სასტუმრო პულმანში გაიმართება. კურსზე 94 მონაწილეა დარეგისტრირებული.
წლის ბოლომდე გადამზადების (Refresh) კურსები ასევე C, A და Pro ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის ჩატარდება.