საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მიმდინარე უეფას ლიცენზირებული მწვრთნელების გადამზადების (Refresh) კურსზე რეგისტრაცია დასრულდა.
გადამზადების კურსზე C, B, A და Pro ლიცენზიის მქონე 333 მწვრთნელი დარეგისტრირდა. კურსები 7-დან 26 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. დარეგისტრირებული მწვრთნელები დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში, რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე მიიღებენ.
- C 5-6 დეკემბერი - 165 მონაწილე
- B 11-12 დეკემბერი - 94 მონაწილე
- A 22-23 დეკემბერი - 43 მონაწილე
- Pro 25-26 დეკემბერი - 31 მონაწილე
უეფას მწვრთნელთა განათლების Refresh კურსზე რეგისტრირება შეეძლო ყველა იმ მწვრთნელს, ვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა უკვე ამოიწურა ან მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.
მწვრთნელებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს კურსზე რეგისტრაცია, 28 ნოემბრის ჩათვლით, შესაბამისი თხოვნით, წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.