სიახლეები

შეხვედრა უეფას ლიცენზიის მაძიებელ კლუბებთან

ლიცენზირება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იწყებს უეფას 2025/2026 წლების სეზონისთვის საფეხბურთო კლუბების ლიცენზირების პროცესს.

24 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაცია შეხვდა კლუბებს, რომლებიც უეფას ლიცენზიის მაძიებლებად მოიაზრებიან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ 2024 წლის ეროვნული ლიგის ათი და ქალთა ლიგა 1-ის ზედა ოთხეულის კლუბები, ასევე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული თბილისის სპაერი.

დამსწრეები გაეცნენ როგორც განვლილი სალიცენზიო ციკლის შედეგებს, ისე სიახლეებს, რაც მიმდინარე სალიცენზიო ციკლში ინერგება. კლუბებს განემარტათ ლიცენზირების დებულებებში შესული ცვლილებები და ახალი მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ უეფას ლიცენზიის მისაღებად. ასევე, იმსჯელეს ლიცენზირების პრობლემურ საკითხებზე და განვითარების პერსპექტივებზე.

ლიცენზირების პროცესი აქტიურ ფაზაში იანვრიდან შევა, როდესაც კლუბები დაიწყებენ სალიცენზიო დოკუმენტაციის წარმოდგენას. სალიცენზიო გადაწყვეტილებები, თუ რომელი კლუბები დააკმაყოფილებენ უეფას ლიცენზირების მოთხოვნებს, გაზაფხულზე გახდება ცნობილი.