სიახლეები

ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის მატჩს განსჯის

მსაჯები
გაუზიარე

ქართველი მსაჯები მიმდინარე სეზონში მეორედ მოემსახურებიან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას. 

უეფას გადაწყვეტილებით, ლიგის ფაზის მე-6 ტურის შეხვედრას შტუტგარტსა და იანგ ბოიზს შორის გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. 

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ქართველ მსაჯებს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველმა მსაჯებმა პირველად გრაცის შტურმის და ლისაბონის სპორტინგის მატჩზე იმუშავეს

შტუტგარტი - იანგ ბოიზის შეხვედრა გერმანიაში გაიმართება და 11 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება.