სიახლეები

ტორპედო სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გამარჯვებულია

სუპერთასი
გაუზიარე

ქიუთაისის ტორპედო საქართველოს თასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დავით პეტრიაშვილის არენაზე გაიმართა, ქუთაისურმა კლუბმა დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა. 

ფინალურ შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ტორპედომ ელიტონ ჟუნიორის გოლით გახსნა. 61-ე წუთზე ნიკოლა ნიკოვიჩმა ქუთაისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. დინამოს რიგებში 85-ე წუთზე გოლი ნიკო ცეცხლაძემ გაიტანა. 

მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფინალური მატჩის გამარჯვებულებს თასი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა. 

დინამო თბილისი 1:2 ტორპედო

ფინალურ შეხვედრასთან ერთად მესამე ადგილისთვის მატჩი გაიამრთა. ბათუმში, ადგილობრივ დინამოსა და იბერია 1999 შორის ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. 

დინამო ბათუმი 3:2 იბერია 1999