18 დეკემბერს, არენა 2-ში ფუტსალის ქალთა ლიგის გათამაშება დაიწყო. ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს: კვარტალი, ნორჩი დინამო, ელიტა, ახალგორი, ფენიქსი, თეთრიწყარო, ზარზმა და დინამო გაგრა.
ტურნირი ერთ წრედ ჩატარდება და 7 ტურის შემდეგ საუკეთესო ოთხეული ნახევარფინალში გადაინაცვლებს. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 5 თებერვალს, ხოლო ფინალური შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება.
ტურნირის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ფუტსალის ჩემპიონატის საპილოტე გათამაშება პირველად 2023 წლის თებერვალში ჩატარდა და ბათუმის გამარჯვებით დასრულდა.